|
2026-01-21 10:02:58, 989 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ვიზიტი დავოსში პრეზიდენტის თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომელიც შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიემგზავრებოდა, სამშაბათს, აფრენიდან მალევე იძულებული გახდა შეერთებულ შტატებში დაბრუნებულიყო იმის გამო, რასაც თეთრი სახლი „მცირე ელექტრო პრობლემას“ უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა პრეზიდენტის თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკიპაჟმა პრობლემა აღმოაჩინა და Air Force One მერილენდის შტატში, ენდრიუსის საჰაერო ბაზაზე დააბრუნა. ლევიტის თქმით, პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები ახალ თვითმფრინავში უნდა ასულიყვნენ და შვეიცარიაში გაეგრძელებინათ მოგზაურობა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ Air Force One ენდრიუსის საჰაერო ბაზაზე 23:07 საათზე დაბრუნდა. პრესმდივანმა ხუმრობით ისაუბრა ტრამპის მიერ კატარის თვითმფრინავის Air Force One-ად გამოყენების თანხმობაზე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი თვითმფრინავის იდეა ელექტრო პრობლემის გათვალისწინებით „გაცილებით უკეთესად“ ჟღერდა. ტექნიკური პრობლემა, სავარაუდოდ, ტრამპის დიდი ხნის ნანატრი გამოსვლას გადადებს ოთხშაბათს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. გამოსვლა ევროპელ მოკავშირეებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე იმართება, რაც ტრამპის მიერ გრენლანდიის ანექსიაზე ზეწოლის მიზნით კამპანიის გამო იყო გამოწვეული. შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, მსოფლიო ლიდერებს გააკრიტიკებს. შეგახსენებთ, რომ მაისში, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კატარისგან „აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის საჩუქრად“ ფუფუნების Boeing 747 ტიპის თვითმფრინავს მიიღებდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)