|
2025-11-29 10:35:02, 2721 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ახალი, ბნელი თავი დაიწყო
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების 1 წლისთავზე ერთობლივ წერილს აქვეყნებენ. სენატორების წერილში აღნიშნულია, რომ ერთი წლის წინ, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ახალი, ბნელი თავი დაიწყო. ისინი აღნიშნავენ, რომ აღრთოვანებულები არიან ქართველებით, არ თმობს თავის თავისუფლებას, რაც არ უნდა ძვირი დაუჯდეს. „ერთი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ახალი, ბნელი თავი დაიწყო. საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირება საქართველოს ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებაზე დაპირების შემდეგ - რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდა მხარს მთავრობამ შეცვალა თავისი პოზიცია და დაარღვია კონსტიტუციური ვალდებულება. საპასუხოდ, ქართველები ქუჩებში გამოვიდნენ ცვლილებების მოთხოვნით და მთავრობის მიერ ამომრჩევლის ნების უგულებელყოფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გასამართად. გასული წლის განმავლობაში, ამომრჩევლების შეშფოთების მოგვარების გზების ძიებისა და პოლიტიკურ ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა მათი პროტესტის ჩასახშობად ავტორიტარული კანონების მიღებით, პოლიტიკური ოპოზიციის დაპატიმრებითა და აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინებითა და შეერთებული შტატებისა და მისი საელჩოს წარმომადგენლების მიმართ ცილისწამებით. საქართველოში პოლიტიკური ძალადობის გამწვავების ფონზე, ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დევნა. როგორც ამერიკელები აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ ქართველი ხალხი არ თმობს თავის თავისუფლებას, რაც არ უნდა ძვირი დაუჯდეს. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ღრმად ვართ დაინტერესებულები ქვეყნის წარმატებით. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ შეცვალოს კურსი, აღადგინოს პოლიტიკური თავისუფლებები საქართველოში და დაუბრუნდეს დემოკრატიული მმართველობის მიმართ ერთგულების გზას" |
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)