07:08 - 26 Jun, 2026
|
2016-03-25 15:18:12, 533 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ევროკავშირის საელჩოს ოფისში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიამ ბელგიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპელი ხალხის გვერდით დგას. „ეს არის საზარელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა და რომელიც თავისუფალი, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართლი. მოვედი აქ იმისათვის, რომ ბელგიელ ხალხს და ჩვენს მეგობრებს მივუსამძიმრო. სამძიმრის წიგნში გავაკეთე ჩანაწერი და ამით მომხდართან დაკავშირებით ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)