05:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 16:00:52, 614 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ბელგიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

ფინანსთა მინისტრმა  ნოდარ ხადურმა, ბელგიაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მინისტრმა მწუხარება გამოთქვა ბრუსელში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტების გამო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბრიუსელში მომხდარი საშინელი ტერორისტული აქტების დროს დაღუპული ადამიანების გარდაცვალების გამო, ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების, ბელგიელი ხალხის და მთელი ცივილიზებული სამყაროს მწუხარებას.

ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა სახელმწიფოს და მთელი სამყაროს ვალია. ერთად დგომით შესაძლებელია ამ გამოწვევის დამარცხება. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, თანამედროვე საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს მასთან საბრძოლველად",- ნათქვამია მინისტრის სამძიმრის ჩანაწერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics