|
2016-03-24 15:00:40, 598 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება
ჩუღურეთის რაიონში, ლამისა და მეუნარგიას ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს დასრულებულ პროექტს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. „ ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა -გრაფიკით მიმდინარეობს. გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ვცდილობთ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ჩიხი, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების მანძილზე საგზაო სამუშაოები არჩატარებულა.“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ . აღნიშნული მისამართზე 1000 კვ. მეტრზე მოხდა ამორტიზირებული ქვის დემონტაჟი, რის შემდეგაც ბაზალტისძელაკებით მოეწყო ქვაფენილი. ამჟამად, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ვერხანისა და მიჩურინის ქუჩებზე მიმდინარეობს. ეწყობა გამაგრების ზოლის ყალიბები, რის შემდეგაც ქვაფენილი 1000 კვ. მეტრზე დაიგება. მიმდინარე სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)