05:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 12:13:00, 628 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი –ალექსანდრე ოზეროვის პროექტი

ეროვნული არქივის  მიმდინარე კვირის დოკუმენტია  თბილისში, მიხეილისა და კოლონიის ქუჩების კუთხეში (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზ. #44) მდებარე სამსართულიანი სახლის პროექტი, რომელიც დამტკიცებულია 1913 წლის თებერვალში.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამკვეთი იყო თბილისელი ვაჭარი დავით იუზბაშევი. მოგვიანებით, ათწლეულების განმავლობაში, აქ ფოსტა მდებარეობდა.

შენობის არქიტექტურა ცნობილ არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვს ეკუთვნის. ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ მან პროექტი 1911 წლის დეკემბერში შეიქმნა.

შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების პროექტ „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს.

„კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics