|
2025-09-30 16:17:32, 1668 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მლრდ აშშ დოლარი (72.3 მლრდ ლარი) შეადგინა
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მლრდ აშშ დოლარი (72.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 74.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 815.5 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 18.6 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 144.1 მლნ აშშ დოლარით. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 29.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 27.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, 2025 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 821.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)