11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-27 19:00:37, 2176 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელის წერილი The Guardian-ში - საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებმა თავისი სიმტკიცე არაერთხელ გამოავლინეს

მზია ამაღლობელის წერილი The Guardian-ში გამოქვეყნდა.

წერილში ამაღლობელი დასავლეთს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი მეზობლობაში თავად ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. ახლა საქართველოს მიტოვება რუსეთის აგრესიის დაჯილდოებას ნიშნავს" - წერს ამაღლობელი.

გთავაზობთ ამონარიდს ამაღლობლის წერილიდან:

"მე ჩემი სუსტი მომენტები მაქვს. ზოგჯერ თვალებში ცრემლები მიგუბდება. მაგრამ ვცდილობ, ასეთ მდგომარეობაში დიდხანს არ დავრჩე. სიმართლე ისაა, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს: ეს არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს გაანადგუროს ჟურნალისტიკა - პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი. ჩემი კოლეგების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ საქმეს აკეთებენ. ახლა გაჩუმება მათი, ჩემს თავსა და საქართველოში დღეს არსებულ დაახლოებით 60 პოლიტპატიმარს ღალატი იქნება.

ამ ციხის კედლებს გარეთ, ხალხი უკვე ცხრა თვეა ქუჩაში გამოდის. ისინი ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ, მათ წყლის ჭავლით არბევენ, ცრემლსადენი გაზით ახრჩობენ და სპეცრაზმი მათ სასტიკად სცემს. მაგრამ ისინი მაინც არ ნებდებიან. მათი მონდომება - ჩვენი იმედია.

ჩვენ მკვეთრი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე ერთხელ უკვე აღმოვჩნდით. 1921 წელს საქართველოს ხანმოკლე დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმა, ქართველი ბოლშევიკების დახმარებით, გადაყლაპა. მაშინაც ახალგაზრდობა გმირულად იბრძოდა ქუჩებში, მაგრამ შემდეგ 70 წლით საბჭოთა ბატონობის ჩრდილის ქვეშ გაქრა.

ახლა ისტორია მეორდება - ჩვენი ხელისუფლების შიგნით მყოფი კოლაბორაციონისტების დახმარებით, რუსეთი კვლავ ცდილობს საკუთარ ორბიტაში მოგვაქციოს. რეჟიმი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და დღემდე მის ინტერესებს ემსახურება. რეჟიმმა ჩვენი ევროპული გზა მიატოვა და რუსეთის მმართველობის იარაღები მოირგო: პროპაგანდა, რეპრესიები, კორუფცია და შიში.

მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებმა თავისი სიმტკიცე არაერთხელ გამოავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ჩვენი მოქალაქეების დაპატიმრება და გატაცება რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დღემდე გრძელდება, ჩვენ მაინც ვირჩევთ ევროპას.

ამ ბრძოლას საქართველოს ახალგაზრდობა უძღვება - დაღლილობის, სასოწარკვეთისა და იმ ცივი გათვლების წინააღმდეგ, ვინც ჩვენი თავისუფლების გაყიდვას ცდილობს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics