11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 08:48:57, 967 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

მათ შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და სერბეთს  შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს იძენს. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში მიიწვია, თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა კი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.

შეხვედრაზე კოლეგებმა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს

რამდენიმე თვეა სერბეთში ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics