17:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-02 12:28:57, 527 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ფიშერზე - მისი მიმართვა ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს

„მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან, პირველ რიგში, იმ ქვეყანას აზიანებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებული მიმართვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არის შეურაცხმყოფელი და სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს.

„დღეს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს საშუალებას ქვეყანა, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი. ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს.  როდესაც ვხედავთ თავხედობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics