19:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 13:37:27, 466 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მსოფლიომ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს

„ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს.

გიორგი კვირიკაშვილი  ბელგიის მთავრობასა და ხალხს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლაში მსოფლიოს გვერდშია.

„შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა - ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის ბრიუსელში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მეტროში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. იქამდე ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 23-ია. დაშავებულთა რაოდენობა კი 35-ს აჭარბებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics