21:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 17:27:59, 1173 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ 2022 წელს საქართველოს ომში ჩართვა მოთხოვეს, მაგრამ არ ამბობს ვინ

2022 წელს ჩვენ ვთქვით უარი ომში ჩართვაზე და ამის შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგონარი შანტაჟი, ჯერ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამის მიუხედავად, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა ქვეყნებს მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - არა. 

„გასაგებია, რაშიც არის საქმე. ჩვენ ვთქვით უარი მოთხოვნის შესრულებაზე და ამის შემდეგ დაიწყეს ევროპული ბიუროკრატიის გამოყენება შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი და თქვენ ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის  ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის" დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირი ქართველი ხალხის აღქმაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics