19:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 17:38:15, 465 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, კარასინისთვის აბაშიძეს პრაღაში უნდა ეპასუხა ისე, როგორც ეს პრემიერმა თბილისში გააკეთა

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრაღაში კარასინს უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც  შემდგომ მას პრემიერმა  საქართველოდან გასცა“, - ასე გამოახმაურა პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის გაოცებულია პრეზიდენტის განცხადებით.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ რა პასუხი უნდა გასცემოდა პრაღაში კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადგილზე კარასინს უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც მას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა უკვე შემდგომ საქართველოდან - რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის მტკივნეული და განსაკუთრებული საკითხი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ამიტომ ურთიერთობებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და კონკრეტიკა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ფხალაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრაღის შეხვედრამდე მას ჰქონდა შეხვედრა ზურაბ აბაშიძესთან, თუმცა აცხადებს, მათ არ უსაუბრიათ და ვერც ისაუბრებდნენ იმ განცხადებებზე, რომელიც შემდგომში გააკეთა გრიგორი კარასინმა.

„ზურაბ აბაშიძისაგან მოვისმინე ზოგადი ინფორმაცია და ბუნებრივია, რაღაც რეცეპტი ვერ იქნებოდა აქედან მიცემული. მაგრამ როცა საუბარი ეხება ამ ტიპისგანცხადებებს, ასეთი ტიპის შეფასებებს, რაც იქ გაკეთდა, უნდა გაცემულიყო ის პასუხი, რაც შემდგომში თბილისიდან გასცა პრემიერ-მინისტრმა", - განაცხადა ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics