|
2025-07-24 13:57:14, 1926 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს რა თქმა უნდა, გავაძევებდი
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებაც იმ შანტაჟის ნაწილია, რომელსაც ქართველი ხალხი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხედავს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის განცხადებები, რაც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, სიცრუითაა გაჯერებული. „ეს არ არის პირველი შემთხვევა. მუქარები და შანტაჟი გრძელდება. განცხადებები, რასაც ვისმენთ დაფუძნებულია ცილისწამებაზე, სიცრუეზე. ზოგადად, იმ განცხადებებს, რომლებიც ორ კანონთან დაკავშირებით მოვისმინეთ, საერთოდ არ გააჩნიათ კავშირი ვიზალიბერალიზაციასთან. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მისცეს და დღეს გამოდიან ინიციატივით, ქართველ ხალხს ის სიკეთე წაართვან, რაც ვიზალიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. რეალურად, არც საქართველო აინტერესებთ, არც ქართველი ხალხი. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი - საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ თავიანთი დიდი პოლიტიკური თამაშებისთვის და თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებაში გააკეთეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ასრულებს დავალებას და რასაც ეუბნებიან, იმას ამბობს. „ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ; რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება და თუ მართლა გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. პიროვნულად მე მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ევროკავშირის ელჩი თავის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას - რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კითხვაზე - ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი, თბილისის მერი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი შეხედულებაა და მსგავსი საკითხი არ განიხილება. „ეს ჩემი დამოკიდებულება და ხედვაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს? მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალების ხარჯზე ვერ მოხდება, რადგან ამისთვის არსებობს ცივილური გზა - არჩევნები. „თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, ცივილიზებული ფორმა, როდესაც უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, თუ ვინ გინდა და არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა ის შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას, მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. რა უბედურებაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან, მათი დაფინანსებით, მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)