|
2016-03-21 14:26:36, 384 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: მადლობელი ვიქნები, თუ ოპონენტებისგან გონივრულ წინადადებებს მოვისმენ, თუნდაც ფორმატის შეცვლის კუთხით
პრემეირმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვა მისი გადასაწყვეტი არ არის. როგორც აბაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მომხრეა, ფორმატი გაუმჯობესდეს, თუკი ამის შესაძლებლობა რეალურად არსებობს. „უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ კრიტიკოსებმა ალბათ ისიც უნდა გვითხრან, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და მე ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ კი ოპონენტებისგან მოვისმენ არა მხოლოდ მოწოდებას, არ დაელაპარაკოთ რუსეთს, არამედ უფრო კოსნტრუქციულ, გონივრულ წინადადებებს, თუ როგორ სჯობს ამ პროცესის წარმართვა, თუნდაც ფორმატის შეცვლის თვალსაზრისით”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. შეგახსენებთ, აბაშიძე -კარასინის შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა რამდენიმე დღის წინ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. „მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული არჩევნები და ანტირუსული რიტორიკაა. რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ყველა პოლიტიკოსს სურს გაამყაროს თავისი პოზიცია და აჩვენოს, რომ ყველაზე პატრიოტი, მკაცრი და შეურიგებელია ე.წ. რუსული ექსპანსიისა და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. ჩვენ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს პოლიტიკოსების უმეტესობა რუსეთს ადანაშაულებენ ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში, სულელურ განცხადებებს, როგორც შეიძლება იყოს საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, არ გავიმეორებ, ეს უბრალოდ სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს, ის ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას და ანალიზს," - განაცხადა გრიგორი კარასინმა. კარასინის ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ფორმატი ან უნდა გადაიხედოს, ან საერთოდ უნდა გაუქმდეს.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)