|
2016-03-21 14:22:59, 1179 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა
„რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა, ეს არის რეალობა”,-ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბ აბაშიძემ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინის ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “მინდა ამ დიალოგის შედეგებზე მოგახსენოთ, ჩვენმა მთავრობამ 2012 წელს ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად მოიშალა 2008 წლის ომისა და შემდგომი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად. საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა, ჩვენ გარკვეულ წილად შევამცირეთ ეს და ქვეყანას განვითარების საშუალება მივეცით, რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდა პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა, ეს არის რეალობა, მეკითხებიან ხოლმე კიდევ რა კონკრეტული შედეგები მოიტანა რუსეთთან დიალოგმა, სჯობს ამის თაობაზე კითხოთ ქართველ გლეხებს, მეღვინეებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს, კომპანიებსა და ათსობით ადამიანს ამ სფეროში, ტურიზმის სექტორში ჩართულ უამრავ ხალხს, კითხეთ ჩვენს ფინანსისტებს თუ რა თანხები შედის ბიუჯეტში ყოველივე ამისგან, მილიონამდე რუსი ტურისტისაგან, ეს ხომ ახალი სამუშაო ადგილებიც არის?! რა მოიტანა დიალოგმა- დაუსვით ეს კითხვა ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთში, მათ ახლობლებს, მათგან ალბათ პასუხს მიიღებთ, კითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა, ეს ხალხიც ჩვენი ხალხია”,-განაცხადა აბაშიძემ.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)