|
2025-07-08 18:20:11, 1213 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარს წარადგენს
ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) სთხოვა, მესამე მხარის სტატუსით გამოჩენილიყო საქმეში „საია და სხვები (არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია) საქართველოს წინააღმდეგ“ – „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“). თუ ვენეციის კომისია მესამე მხარის სახით იქნება გამოძახებული, ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო საკითხებში საკონსულტაციო ორგანოს სახით, სტრასბურგის სასამართლოს წარუდგენს სარჩელის ანალიზს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ 13-14 ივნისს, 143-ე პლენარულ სხდომაზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (AYL) მონაცემებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა 2024 წლის მარტში დაიწყო. ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გასული წლის 13 ნოემბერს შეიტანა. „გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ რუსეთის კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია საშუალების, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრეს.“ „განმცხადებლები ჩივიან შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მუხლი 11), გამოხატვის თავისუფლების (მუხლი 10), პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების (მუხლი 8), დისკრიმინაციის (მუხლი 14), ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლების (მუხლი 13) და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების (მუხლი 18) დარღვევაზე“, - წერს საია.
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)