|
2016-03-21 10:19:47, 558 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკუიანი ბუქარესტის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია ბუქარესტში იმყოფება. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონულ კონფერენციას ესწრება, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება. მათივე ინფორმაციით, სემინარი ბუქარესტში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. მასში აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყანა, აგრეთვე, ევროსაბჭოსა და ეუთო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თეა წულუკიანი შეხვედრებს გამართავს რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან, ქალბატონ რალუკაპრუნასთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის ხელმძღვანელთან, ჰერმან ვან ჰებელთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)