10:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-22 15:25:22, 1222 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო უწყება - ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღრმად შეშფოთებულია თავდასხმების შესაძლო შედეგებით.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის უფრო ფართო გლობალურ ომში გადაზრდა არ უნდა დაუშვან და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics