00:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 10:05:57, 781 ნახვა

პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს

“ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ევროპარლამენტში გამოსვლა მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემებს შეგიქმნის? “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს”, - წერს ლუაზო.

კერძოდ, ლუაზო “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ” ეკა გიგაურის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იურიდიულ საფუძვლად გამოიყენა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაციის მისაღებად და სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა დაუმტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics