05:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 11:55:24, 630 ნახვა

პოლიტიკა
თენგო თევზაძე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, ნიკა გვარამია და პარტია „ახალი“ „არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან“. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

„გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მეორედ დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. პარტია „ახალის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადია - ისინი ამისთვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნიკა გვარამია და პარტია „ახალი“ არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე, რა პირობაც აქვს პროტესტს - ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არც ნიკა გვარამია და არც „ახალის“, ასევე, არც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ რეჟიმს. ჩვენ არ ვცნობით წულუკიანის ფარსს, რომელმაც საბოლოოდ, ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია გამოიყენა იმისთვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით ნიკა გვარამიას მეორედ მიმართა. ნიკა გვარამიას პირველად დაბარებისას, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics