|
2016-03-18 14:40:49, 568 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დაეხმარება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ანა დოლიძესთან ერთად ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაათვალიერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი აბაშიშვილი სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სამხედრო-ფიზიკური მომზადების ცენტრი დაათვალიერა. როგორც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, ლიცეუმში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომლითაც მოსწავლეები თავისუფალ დროს სარგებლობენ, თუმცა წიგნების ფონდს შევსება ესაჭიროება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად მხატვრულ და სამეცნიერო სახის ლიტერატურას გადასცემს. „ ეს არის შესანიშნავი საჯარო სკოლა, რომელიც კონკურენციას უწევს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო სასწავლებელს საქართველოში. აქ მოსწავლეებისათვის შექმნილია საუკეთესო სასწავლო და საცხოვრებელი პირობები, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ სასწავლებლის განვითარებაში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)