|
2016-03-18 13:01:58, 524 ნახვა
საზოგადოება
სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის დირექტორმა, ნიკოლოზ ქურთიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გივი გერგიძემ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, რეგიონის დირექტორმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების წყალუზრუნველსაყოფად მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და თითოეული პროექტი განიხილა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობასა და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე. შეხვედრა გურჯაანის გამგეობაში გაიმართა, რომელსაც კომპანიის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის გამგებლის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)