14:26 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 11:27:14, 771 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს

რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა 10 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებს.

„რუსული ტერორის მორიგი ღამე უკრაინაში. კიევსა და ოდესაზე ასობით დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით მძიმე თავდასხმები განხორციელდა. რუსებმა სამშობიარო სახლსა და საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ახლავე უნდა დაწესდეს.

„რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ ახალი დამანგრეველი სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდეს. ლოდინის დრო აღარ არის. ენერგო სექტორი, ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესება, საბანკო სექტორი და მეორადი სანქციები ყველაზე მგრძნობიარე სფეროებია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 10 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიევში 4 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics