თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება. 

" />
00:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 16:00:29, 596 ნახვა

საზოგადოება
"Global Greening"-ის ფარგლებში დღეს თბილისის ანძა მწვანედ განათდება

თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთვება მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა 20:00 საათიდან 00:00 საათამდე მწვანედ განათდება.

მათივე ინფორმაციით, ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ  ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ირლანდიელ ტურისტებს მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს "Tbilisi Event Hall"-ში, 20:00 საათზე, ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების - "Jack Lukeman"-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics