14:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 12:12:14, 1000 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დაფინანსების მოძიებაზე ბიზნეს სესია გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 4 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე — როგორ მოვიზიდოთ დაფინანსება. ბიზნეს სესიას მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია მათთვის, ვინც იწყებს ან უკვე მართავს საკუთარ ბიზნესს და სურს, რომ სწორი სტრატეგიებით მოიზიდოს ფულადი რესურსები იდეის განსახორციელებლად, ბიზნესის გასაფართოებლად ან კრიზისული პერიოდის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იქნება დაფინანსების სხვადასხვა წყაროები საქართველოში — დაწყებული პირადი რესურსებითა და საბანკო დაფინანსებით, დასრულებული საერთაშორისო გრანტებითა და ინვესტორებით. მონაწილეები მიიღებენ პასუხს კითხვებზე:

•       რას გულისხმობს და რაში გვჭირდება დაფინანსება?

•       როგორ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ინვესტორმა, ფინანსურმა ინსტიტუტმა ან გრანტის გამცემმა ორგანიზაციამ დაგვაფინანსოს?

•       რომელი კითხვებისთვის უნდა ვიყოთ მზად?

•       როგორ ავირიდოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები დაფინანსების მოძიების პროცესში?

სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ ჩვენი იდეა, გავამყაროთ მონაცემებით და მისი ღირებულება მომხმარებლის, გუნდისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის განვსაზღვროთ.

შეხვედრა ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის #57-ში. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აზროვნების აკადემიის ვებგვერდზე.

აღნიშნული ბიზნეს სესია საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, შეთავაზებებსა და სექტორულ კვლევებს, რომლებიც ბანკის მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების მაქსიმალურად გაძლიერებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics