00:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 11:27:05, 592 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - შეწირულების წიგნი ბოდორნის მონასტრისადმი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ბოდორნის მონასტრისადმი სოფელ ხანდაკის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი.

"... და ნუ მოგუჱშლების დღე და ღამე ორი კანდელი; და [ა]თორმეტთა საუფლოთა დღეთა კელაპტარი დღე და ღამე ენთებოდეს; და ხუთი აღაპი კ[ა]რგაღებული გარდაიჴდებოდეს; და მას გარეთ დიდთა მარხვათა შინა, წირვასა კელაპტარი აენთებ[ო]დეს... ყოველთავე გევედრებით: ნუვინ მოუშლით მცირესა ამას შესაწირავსა, რომელი მოვიგონეთ და გულისა-ხმა ვყავით სახელითა ოდენ წოდებულთა მე შაბურისძემან ვამეყ და ჩუენმან მეუღლემან დულარდუხტ".

ერისთავ ვამიყ შაბურისძისა და მისი თანამეცხედრის, დულარდუხტის მიერ ბოდორნის მონასტრისათვის მიცემული სოფელ ხანდაკის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი. საბუთის პირველი კეფი მოხატულია. მაცხოვრისა და ანგელოზების გარდა, მასზე გამოსახულნი არიან: ერისთავი ვამიყ და დედოფალი დულარდუხტ. 1494, 24 ივნისი.

დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, ძველ საბუთთა დედნების კოლექციაში.

„კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics