|
2025-05-23 12:01:22, 675 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე - სააკაშვილმა გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო
სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, შეხვედრაზე რომ შევედით, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც კომისიის სხდომაზე ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას 17 თუ 18 დეპუტატი ესწრებოდა, თვითონ კი იმ პერიოდში, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტში მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. „ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან, კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა, რომ დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი [ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების] მთლიან ხელისუფლებაში. ერთხელ, სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რომ მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე საუბრობენ, შეხვედრაზე რომ შევედით, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა [სააკაშვილს] ჩვენთან: თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები", - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ. გარდა ამ საკითხისა, სხდომაზე ვიქტორ ჯაფარიძემ ისაუბრა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელევიზია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრაზე. მისი თქმით, „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილ დირექტორს, გიორგი თარგამაძეს მაშინ „დერეფანი გაუკეთეს და ისე დატოვა ტელევიზია“. „ეს ამბავი როდესაც მოხდა, როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ვიქტორ ჯაფარიძეს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა. „ეს არ არის ჭორი, ბატონო ვიქტორ?! მე ეს ჭორად მსმენოდა, რომ სანამ ჟურნალისტებს და დეპუტატებს არბევდნენ და ცუდად ექცეოდნენ, საპატიო დერეფანივით გაუკეთეს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც თავისი პიჯაკებიც კი გაატანინეს პატივისცემის პირობებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „მან ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა“. „ვადასტურებ, ეს მე ჩემი თვალით ვნახე. როდესაც გადავწყვიტე, რომ კომისიაზე უნდა მოვსულიყავი, გადავურეკე კახა კუკავას, გოჩა ჯოჯუას რამე ხომ არ მეშლება, ან შეცდომით მახსოვდა და მათ დამიდასტურეს, რომ რასაც მე თქვენ გიყვებით იგივე დამიდასტურეს. გიორგი თარგამაძეს დერეფანი გაუკეთეს, მიაცილებდნენ ქოლგით, ჩვენც [ დეპუტატებს] გაგვიკეთეს დერეფანი, მაგრამ გვაგინებდნენ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)