22:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 14:10:59, 1226 ნახვა

სამართალი
ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ქუთაისში, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღის გამოყენებით 19 მაისს მოკლა. 

ბრალდებულის ადვოკატი გელა სიორდია აცხადებს, რომ იარაღი მოკლულსაც ჰქონდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ის მხოლოდ მოგერიების მიზნით გამოიყენა.

გავრცელებული ცნობით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის ცოლს, 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობელს მსგავსის განმეორება აუკრძალა. მკვლელობის ღამეს, მოკლული მეზობელთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.

მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება. ბრალდებულ თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics