|
2025-05-15 12:29:24, 735 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - რევოლუცია ვერ მოხდება, რაც არ უნდა ეწვალონ
გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება! არაფერი გამოუვათ! - რაც არ უნდა ეწვალონ, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, როგორც მათი წინამორბედები წავიდნენ ხელმოცარულები, ზუსტად ასე წავლენ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, „სანქციებით ვერავის შეაშინებენ“. ზარქუა ელჩებს მოუწოდებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში დარჩნენ და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურონ. „ჩვენ ვთქვით, რომ სანქციებით ვერავის შეაშინებენ. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი ვართ. ჩვენ გვყავდა წინაპრები, რომლებიც ურდოებს ეომებოდნენ. დიდი იმპერიები ჩამოინგრნენ, არ არსებობენ, საქართველო კი დგას მართლმადიდებელი და ქართული ღირებულებებით და ასე გააგრძელებს მომავალში, სანამ ეს პლანეტა იტრიალებს. რაც შეეხება ამ „ჰერჩინსკებს“, რომლებიც არიან პირდაპირ ჩასაფრებულები, რომ ურთიერთობა გააფუჭონ ჩვენსა და ევროკავშირს შორის, ჩვენსა და ამერიკას შორის, ჩვენსა და ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არაფერი გამოუვათ. გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება. რაც არ უნდა ეწვალონ, რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, როგორც მათი წინამორბედები წავიდნენ ხელმოცარულები, ზუსტად ასე წავლენ, უბრალოდ ჩვენ დაგვრჩება ცუდი მოგონებები და ვიტყვით, რომ ის არ იყო კარგი კაცი და არ იყო კარგი დიპლომატი. ყველას მოვუწოდებ, დარჩნენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ ბევრი რამ ვიცით, ვინ როგორ და ვის ემსახურება. ჩვენ ვემსახურებით ქართულ ინტერესებს, ქართულ სახელმწიფოს, მათ მოვუწოდებთ, ემსახურონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას და არა პირიქით," - განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება“. მისი თქმით, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებმაც აქტივისტების წინააღმდეგ იძალადეს.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)