11:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 19:15:03, 694 ნახვა

მსოფლიო
ანტონიო კოშტა - არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია

არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

„ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ დღევანდელი ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია. ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზების დასადგენად და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს და შეფერხება შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

ამასთან, საფრანგეთის ელექტროქსელის ოპერატორის RTE-ს ცნობით, ელექტროენერგია დროებით ქვეყნის ზოგიერთ ნაწილშიც გაითიშა, თუმცა ახლა ქსელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics