|
2025-04-23 20:13:27, 1006 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, ეს მაძლიერებს
მადლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის - პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის მთლიანად უჭერს მხარს პარტიის ლიდერებს. როგორც ბოკუჩავა წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც „ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანია“. „სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“,- წერს ბოკუჩავა „ფეისბუქზე“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)