18:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 20:44:26, 792 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი მშვიდობით ჯერ კიდევ არ არის დაინტერესებული

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ არ არის მშვიდობით დაინტერესებული. მისი თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინას ბრძოლის გაგრძელება შეუძლია.

"უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გაგრძელების პირობებში უნდა ვაღიაროთ, რომ ახლო მომავალში უკრაინაში მშვიდობის დამყარება მიუღწეველი ჩანს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ კვლავაც ისარგებლოს ჩვენი ერთობლივი სამხედრო მხარდაჭერით". - აღნიშნა პისტორიუსმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში "მსურველთა კოალიციის" ჯარისკაცები სამშვიდობო ძალები არ იქნებიან და განმარტა, რომ კოალიციის ძალები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იმოქმედებენ. 

"ეს არ არის სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამჟამად მეომარ მხარეებს კონტაქტის ხაზთან გაყოფენ. [...] პუტინის აგრესიის განახლების შეკავების ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ცეცხლის შეწყვეტის გამყარების საუკეთესო გზა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერეა". - თქვა ჰეილიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics