15:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 09:31:58, 635 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი - საქართველოს თავისუფლების იდეა მაინც გაიმარჯვებს

საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ, არასდროს ამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი წერეთელმა 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, საბჭოთა რუსეთის მემკვიდრეები დღესაც ცდილობენ, გადაეღობონ საქართველოს თავისუფლების გზაზე.

„9 აპრილი არის დღე, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სწორედ ამ იდეას შეეწირნენ ადამიანები და მათი ხსოვნის პატივისცემა ყოველთვის იქნება თაობების ვალდებულება. ამავდროულად, ამ მძიმე და ასევე საამაყო ერთიანობის დღეს, უნდა გვახსოვდეს, თუ ვინ იყო უდანაშაულო ადამიანების სასტიკად დარბევის, მკვლელობის, დასახიჩრების თუ მოწამვლის იდეოლოგი და ავტორი. საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არასდროს არ ამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან. მათი მემკვიდრეები კი დღესაც ცდილობენ გადაეღობონ საქართველოს თავისუფლების გზაზე, მოახდინონ იზოლაცია დემოკრატიული მსოფლიოსგან და ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ქვეყანა. ესაა დღეს რუსული ჰიბრიდული ომის მიზანი და 9 აპრილს ამის მკაფიოდ არ შეხსენება, სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება. საქართველოს თავისუფლების იდეა კი მაინც გაიმარჯვებს”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics