15:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 11:26:46, 473 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთში სასამართლომ Facebook-ი და Twitter-ი დაბლოკა

თურქეთის დედაქალაქ ანკარის სასამართლომ სოციალური ქსელების Facebook-ის  და Twitter-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ეს გადაწყვეტილება ანკარაში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღეს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში აფეთქების და დაღუპულების ამსახველი ფოტომასალები აიტვირთა.

შეგახსენებთ, ანკარაში აფეთქება გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 125 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთი დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics