11:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 12:45:26, 669 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ისევ ტყუილს აბრალებს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტყუილს აბრალებს ქვეყანას.

„კონკრეტულ ქვეყნებში რიგითი მოქალაქეების ვიზიტი საინტერესო არ არის, მაგრამ შეფასებების გარეშე იმ განცხადებებს ვერ დავტოვებთ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ის ისევ ტყუილს აბრალებს ქვეყანას. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ. მინდა, განვმარტო, საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკა რას ნიშნავს – ეს ცარიელი სიტყვები არ არის. პრაქტიკაში ეს გადაითარგმნება იმაში, რომ საქართველო გეოპოლიტიკური თამაშების კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცეს. ეს არის, რასაც ეს ადამიანი ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან ითხოვს. მისი მიზანი თუ ეს არის, უკვე ნათელია, რომ არა მხოლოდ შეფარულად, არამედ გაცხადებულად ითხოვს ამ ყველაფერს ამ ქვეყნებისგან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics