|
2025-03-26 20:57:54, 784 ნახვა
პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?
ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?! - მისი კომისიაზე მისვლის გარდა, შინაარსი იყო პოლიტიკურად ძალიან მდაბიო, - ასე ეხმაურება “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი თაზო დათუნაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მისვლას. „ცალსახად სამარცხვინო იყო გრიგოლ ვაშაძის იქ დაჯდომა, ყველაფერი, რაც ილაპარაკა, იყო სამარცხვინო. ის ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?! რაც მან ილაპარაკა, ამ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. იქ მისვლის გარდა, მისი შინაარსი იყო პოლიტიკურად ძალიან მდაბიო. მის სინდისზე იყოს ყველაფერი, რაც გააკეთა კომისიაზე. ამ კომისიაზე მისვლა, არის პარლამენტის აღიარება. საბჭოთა მლიქვნელობის მაგალითი იყო, რაც იქ ვიხილე. არ ლაპარაკობდა სწორ რაღაცებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. თაზო დათუნაშვილის თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა, არამედ ოპონენტების დევნაა. „ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის რაიმე ფორმით ანალიზთან ან გამოძიებასთან არაფერი აქვს. ლაპარაკია მოქმედი პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. მიდის მოქმედი ოპონენტების დევნა და იმის შნოც არ აქვთ, რომ შენიღბონ მაინც პროცესი ისე, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ ლაპარაკი. ყოველგვარი შეფარვის გარეშე ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც დღეს მათ პრობლემებს უქმნით, „ძლიერი საქართველოსა“ და სხვა ჩვენი კოლეგების სახით, ოპოზიციის სუბიექტებზე იყოს დევნა. აქ ლაპარაკი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის გამოძიებაზე, ეს არის მასკარადი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ცალსახად არ შეიძლება, რადგან არალეგიტიმურ პარლამენტშია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)