14:42 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 10:13:30, 1702 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

უკრაინის მთავრობამ და სეპარატისტებმა მინსკის შეთანხმების პირობები არ შეასრულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მინსკის მოლაპარაკების პირობების მიხედვით, შეთანხმებიდან მინიმუმ ორ დღეში,  მხარეებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ და საბრძოლო მოქმედებების პირველი ხაზიდან მძიმე ტექნიკა გაეყვანათ.

კიევის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არ გაიყვანენ ჯარებს, იქამდე სანამ არ დამთავრდება ბრძოლები ალყა შემორტყმულ დებალცევოში.

თუმცა სეპარატისტები თავის მხრივ განმარტავენ, რომ მოლაპარაკება არ ვრცელდება დებალცევოს ტერიტორიაზე.

BBC-ს ინფორმაციით, სეპარატისტებმა ალყაში მყოფ უკრაინელ მებძოლებს დებალცევოდან გამოსასვლელი უსაფრთხო კოლიდორი შესთავაზეს, თუმცა იმ პირობით, რომ უკრაინელებს იარაღი ადგილზე უნდა დაეტოვებინათ და შეუიარაღებლები გამოსულიყვნენ.

 არსებული ინფორმაციით, საომარ მოქმედებებს მსხვერპლი მოჰყვა და 3 ადამიანი სოფელ ჩორნუხინაში დაიღუპა.

შექმნილი ვითარების ფონზე, წუხელ ნორმანდიის ოთხეულის ლიდერების მორიგი სატელეფონო საუბარიც შედგა, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics