13:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 10:59:50, 694 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა.

ამ წუთებში, სხდომაზე შპს „მაგნატის“ მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს უსმენენ.

„შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ჯემალ ლეონიძემ მრავალმილიონიანი ქონება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაკარგა უკანონო პროცედურების შედეგად. ერთ მშვენიერ დღეს ის აღმოჩნდა საპატიმროში. ის ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლდა და დადასტურდა სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რომ ტყუილად იჯდა საპატიმროში და მოიხადა არაერთი წელი ტყუილ-უბრალოდ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

ამასთან, სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics