13:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 23:14:35, 1051 ნახვა

პოლიტიკა
გერმანია აქციების დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვებს უწესებს

გერმანია აქციების "დარბევაზე პასუხისმგებელ" ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვებს უწესებს

ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. 

"თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც დარბევაზე არიან აპასუხისმგებელნი", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

გერმანიამ 31 დეკემბერს დააწესა საზღვარზე შესვლის აკრძალვა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი.

მოგვიანებით, 22 იანვარს ფორმულასთვის ანდო წყაროსგან ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, ვის მიმართაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამოქმედდა. 

 გერმანიის სავიზო შეზღუდვის სანქციის ქვეშ მოხვდნენ:

ვახტანგ გომელაური - შსს-ს მინისტრი;

ვაჟა სირაძე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;

ზვიად ხარაზიშვილი - შსს-ის გდდ-ის უფროსი;

მირზა კეზევაძე - გდდ-ს მოადგილე;

თეიმურაზ კუპატაძე - შსს-ს კრიმპოლის უფროსი;

ლაშა ჯოხაძე - შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;

თეიმურაზ კალანდაძე - შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი;

ლაშა სალუქვაძე - შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი.

დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის წევრი;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics