18:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 12:40:30, 517 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი

რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი - ცდილობენ მის მოშორებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი სცენას მოაშორონ, ასეც მოიქცევიან, მაგრამ თუ ინსტრუქცია იქნება, რომ ოპოზიცია მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს, მაშინ ერთი მაგიდის გარშემო მოუწევთ დასხდომა.

„რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი. ვერც იმ ქარტიამ გაამართლა, ვერც ალტერნატიული პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა, რისი იდეაც ზურაბიშვილს ჰქონდა და დღეს ცდილობენ მის მოშორებას, რა თქმა უნდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები. თუ ინსტრუქცია მოდის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მოაშორონ სცენას, ასეც მოიქცევიან, თუ ინსტრუქცია წამოვა, რომ მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, მაინც მოუწევთ დასხდომა [ერთ მაგიდასთან]. ჩვენ მიჩვეულები ვართ. ისინი წლების განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, მაგალითისთვის, ხაზარაძე-ელისაშვილი, მაგრამ შემდეგ უბრძანეს და ისინი გაერთიანდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ," - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics