2025-03-15 10:33:16, 639 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიომ აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
აშშ-მ სამხრეთ აფრიკის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს
„აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩი ჩვენს ქვეყანაში სასურველი აღარ არის. ებრაჰიმ რასული პოლიტიკოსია, რომელიც რასიზმის [ენას] იყენებს და აშშ-ის პრეზიდენტი სძულს. ჩვენ მასთან განსახილველი არაფერი გვაქვს და ამიტომ ის „პერსონა ნონ გრატად“ განიხილება“, - წერს მარკო რუბიო X-ზე.
ცნობისთვის, პარასკევს, აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ელჩმა, ებრაჰიმ რასულმა სამხრეთ აფრიკის მაპუნგუბვეს ინსტიტუტში ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
„ის, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს, არის თავდასხმა მოქმედ ხელისუფლებაზე, მათზე, ვინც ხელისუფლებაშია, სხვადასხვა ჯგუფების უპირატესობის იდეის მობილიზებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ელჩმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,