20:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 19:40:35, 692 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ, ვადო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დახურულ კარს მიღმა მხარეებმა 31 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციის ირგვლივ იმსჯელეს. 

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ახალგაზრდებმა ის გზებიც განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ივანიშვილის რეჟიმი აიძულონ, რომ პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანების მთავარი მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შევხვდით პრეზიდენტს და ვესაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება იყოს უკეთესი 31 მარტი, რადგან მნიშვნელოვანი დღეა. მე მგონია, რომ იქნება სერიოზული გარდატეხის მომენტი. უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს და საქართველოს, რომ ვართ ბევრნი, ერთიანი იმ მიზნების გარშემო, რომელიც დასახული გვაქვს. ფორმებზე ვისაუბრეთ, სხვადასხვა შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ". - განაცხადა ვადო მაჭავარიანმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics