22:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 12:49:01, 625 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, ეს ძალიან კარგი იქნება

თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ პრინციპი „რაც ნაკლები - უკეთესი“ არ გამქრალა, არ გამქრალა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დასრულდეს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ვერ გაიწმინდება და ჯანსაღი ძალები ქართულ პოლიტიკაში ვერ მოვლენ. ასე რომ, ამ სამივე დაპირებაში თუ შეგვიწყობს ხელს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება.

ჯანსაღი პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განმარტებით, „ხალხის ძალა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რა კონფიგურაციით და როგორ, ამას საზოგადოება რამდენიმე თვეში გაიგებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას - რა კონფიგურაციით და როგორ, ამას რამდენიმე თვეში გაიგებს საზოგადოება. არამარტო ჩვენ, არამედ, გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი პარტიას ექნება ჯანსაღ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics