09:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 12:19:18, 2935 ნახვა

სპორტი
„ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტები ნინო ბურჯანაძის პარტიას მიმართავენ

„ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტები ვგმობთ რაიმე სახის ზეწოლას პოლიტიკური ჯგუფისა, თუ ცალკეული პოლიტიკოსებისგან. როგორც გუშინ „ექსპრესნიუსის“ გაერთიანებული ნიუსრუმის მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-ს   ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა იცის, თუ რომელი სპეცსამსახურები აწვდიან ინფორმაციას „ექსპრესნიუსს“.

აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადება, მედიაჰოლდინგ „ექსპრესნიუსში“ მომუშავე თითოეული თანამშრომლისთვის  შეურაცხმყოფელია.

მივმართავთ ბატონ გიორგი ახვლედიანს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, სადაც მის მიერ ნათქვამ განცხადებას დაადასტურებს, ან საჯაროდ  ბოდიში მოიხადოს. ასევე, მივმართავთ პარტიას- ან დაადასტუროს ფაქტი, ან  პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გაემიჯნოს.

მიგვაჩნია, რომ ეს არ ყოფილა შეურაცხმყოფელი განცხადება მხოლოდ ირაკლი მანაგაძის მიმართ, ეს არის ზეწოლა თავისუფალი მედიასაშუალებისა და იქ მომუშავე ჟურნალისტების მიმართ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის,  დამოუკიდებლობა ყველაზე მაღალ ღირებულებას წარმოადგენს. სამწუხაროდ,  პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფა,  ერთგვარ მოდად დამკვიდრდა, რაც შემაშფოთებელია. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელიც წარსულში ჟურნალისტი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics