|
2025-03-11 17:05:38, 614 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ესტონეთში შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის დახმარების საკითხზე. „დღეს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს შევხვდი. უპირველესად, მადლობა გადავუხადე ესტონეთს ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის დახმარების საკითხზე. ამასთანავე, პოლიტპატიმრებისა და ახალი არჩევნების საკითხებზე. ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)