09:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 10:56:07, 899 ნახვა

სამართალი
წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ, ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები, ხვთისო მიგრიაული და გიორგი აფციაური დააკავა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვეს 1 500 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის 338 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7 დან 11 წლამდე პატიმრობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics