13:43 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 20:42:30, 849 ნახვა

სამართალი
რეზო კიკნაძე - მას შემდეგ, რაც დამიჭირეს, კითხვას, გადავადებამ რამე მოგცაო, კის ვუპასუხებდი

პატიმარმა რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე ინგმარ ბერგმანის "მეშვიდე ბეჭედი" გაიხსენა და მოსამართლესა და სასამართლო დარბაზში მყოფ სხვა ადამიანებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ბერგმანს აქვს ერთი ასეთი ფილმი, მეშვიდე ბეჭედი ჰქვია, თვითონ ფილმის სიუჟეტი, შეიძლება, მოსაწყენია, მაგრამ იქ არის ერთი ასეთი კითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელს ფილმს. ფილმი არის კაცზე, რომელიც მთელი ცხოვრება ფულის გამო იბრძვის, ერთხელაც მასთან ეშმაკი მივა და შესთავაზებს ჭადრაკი ვითამაშოთო, თუ მომიგებ 5 წლის მერე მოგაკითხავ, თუ მე მოგიგებ, ახლა წაგიყვან..

5 წლის შემდეგ დაბრუნდება ეშმაკი და ეკითხება, გადავადებამ რამე მოგცაო? დაფიქრდება ეს მამაკაცი და მიხვდება, რომ მართლა არაფერი მიუცია, არაფერი მომხდარა ამ 5 წელში ისეთი, რისთვისაც ღირდა ცხოვრება, რაზეც იტყოდა, რომ მადლობა ეს 5 წელი მომეციო, რის გამოც მას გაიხსენებდნენ სხვები. მეც გარეთ ყოფნის დროს ხშირად მიფიქრია ამაზე, შარშან ვიქნებოდი, იმის წინ, თუ ახლა, აზრი ჰქონდა რაიმეს? და უარყოფითი იყო პასუხი 6 დეკემბრამდე.

6 დეკემბრამდე ანუ ჩემი დაჭერის დღემდე. მას შემდეგ, რაც დამიჭირეს, კითხვას, გადავადებამ რამე მოგცაო, კის ვუპასუხებდი…"

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში პროევროპული აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის ბრალდებული. აღნიშნული მუხლი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics