10:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 16:52:04, 409 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ყველა ეს კანონი თავისი შინაარსით და დანიშნულებით არის რუსული კანონი

ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ, რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

საუბარია „მედიის შესახებ“ კანონზე, „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანზე და ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანაზე, ასევე „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც „სამშობლოს ღალატის“ მუხლი ემატება. სალომე სამადაშვილის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს, რადგანაც ყველა მათგანი თავისი შინაარსით არის რუსული.

„პირველ რიგში, არცერთ კანონს, რომელსაც იღებს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი საერთაშორისო აღიარება, უნდა ითქვას, რომ ვერანაირი იურიდიული ძალა ვერ ექნება. ყველა კანონი, რასაც დაამტკიცებენ, თავისი შინაარსით არის არალეგიტიმური. ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ,რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, საზოგადოება ძალიან მყარად ამბობს, რომ ის ირჩევს ამ ქვეყნის თავისუფალ, ევროპულ მომავალს. ამიტომ, რას დაარქმევენ ამას, „ამერიკულ კანონს“, „ბრიტანულ კანონს“ თუ სხვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ეს კანონი თავისი შინაარსით და დანიშნულებით არის რუსული კანონი, რუსეთში დაწერილი ინსტრუქცია, რომელსაც დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ასრულებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics