11:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:25:15, 405 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად  ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე - „მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ“, რომელიც ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება, გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონში მოქმედ პროექტებზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.

 საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics